კახეთში სამი თვის ჩვილი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლა

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, სამი თვის ჩვილი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლა. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს. მედიკოსების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
წუხელ, გვიან ღამით, ჩვილი რაიონის ბავშვთა ჯანდაცვის ცენტრში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოათავსა.
„ბავშვს საჭირო სამედიცინო დახმარებას აღმოვუჩინეთ. რამდენიმე საათი ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ იყო და დღეს ის უკვე სახლში გავწერეთ“, – განაცხადეს მედიკოსებმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა გაზის გამათბობლიდან გაჟონა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები