გლდანის მასივის მოსახლეობის ნაწილს ხვალ წყალმომარაგება შეეზღუდება

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დედაქალაქის წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესების მიზნით,  ურდულების და რეგულატორების პროგრამას აგრძელებს. გლდანის მასივში, ტექნიკური სამუშაოები ხვალ, 7 მარტს განხორციელდება.

“სამუშაოები ერთდროულად წყალსადენის ქსელის ოთხ სხვადასხვა მონაკვეთზე, გლდანის მე-6 და მე-7 მიკრორაიონებში ჩატარდება.  აღნიშნულ მისამართებზე, დამატებით ოთხი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი წყლის წნევის რეგულატორი დამონტაჟდება, რის შემდეგაც გლდანის მასივის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
თბილისის მასშტაბით, 2700 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 230 წყლის წნევის რეგულატორი დამონტაჟდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ელემენტები დედაქალქს 20-30 წლის განმავლობაში მოემსახურება. შედეგად, ტექნიკური სამუშაოების დროს,  წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი მინიმუმამდე შემცირდება. კომპანია პროექტში 7 მლნ. ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
გლდანის რაიონში, აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 7 მარტს, საღამოს 20:00 საათიდან, 8 მარტის დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში:

გლდანის მასივის III, IIIა, V – VIII მიკრორაიონებს; სოფელ გლდანს და გიორგი წმინდას; ბერთუბნის დასახლებას.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქის და ვებგვერდის მეშვეობით –  – http://www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს”, – აღnიშმულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები