ეროვნულ სასახლეში ამერიკელმა მწერალმა ლინ კოფინმა “ვეფხისტყაოსნის” თარგმანის წარდგინება გამართა

 ​მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკულ კუთხეში მწერლისა და მთარგმნელის, ლინ კოფინის თარგმანის წარდგინება გამართა.
ამერიკელმა მწერალმა პირველმა შეძლო შოთა რუსთაველის ეპიკური “ვეფხისტყაოსნის” იმავე სტილში თარგმნა, რა სტილშიც პოემაა დაწერილი. ნაშრომმა 2016 წელს ლიტერატურულ პრემია „საბას“ ნომინაციაში „საუკეთესო თარგმანი“ გამარჯვება მოიპოვა. მწერალმა თარგმნის სირთულეებზე და მუშაობის პროცესზე ისაუბრა. შეხვედრამ მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია და ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები