პაატა სალია: მოკლე ვადა სტრასბურგის სასამართლომ შეგნებულად დააწესა

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოდან მასალების მიღების შემდეგ შეიცვლება.
მისივე განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის იმ ნაწილმა გამოიწვია, სადაც საუბარია მოსალოდნელ ქაოსურ პროცესებზე და დემოკრატიის საფრთხეებზე. ადვოკატი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება უპრეცედენტო იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ აღსრულების შეჩერება სტრასბურგის მიერ, დავის დასრულებამდე მოხდებოდა.
“უპრეცედენტო შეიძლება დავარქვათ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეზღუდვა გაგრძელდება სტრასბურგში სასამართლო დავის განხილვის ბოლომდე.
ჩემი აზრით, მოკლე ვადა შეგნებულად არის დაწესებული, ვინაიდან მოსამართლე გარკვეულწილად იმასაც აცნობიერებს, რომ შესაძლოა, მხარის კანონიერ უფლებას ხელი არ შეეშალოს”,-განაცხადა პაატა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები