მიხეილ სააკაშვილი – “ვსვამ რუსთავი ორელების და საქართველოს სადღეგრძელოს”

ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.
“სანამ ახალგაზრდა წითელმა ინტელიგენტებმა და ყველა ჯურის კონფორმისტებმა გადაწყვიტეს, რომ რუსთავი 2-ის საქმე ისედაც წასული იყო და ამიტომ მთავარი ქართული სახელმწიფოს შემქმნელის ლანძღვა და საკუთარ უუნარობაში დადანაშაულება იყო, პატრიოტთა ჯგუფმა ბოლომდე არ ჩამოუშვა ხელები და შედეგიც დადო. საბოლოო გამარჯვებაც დარჩებათ მებრძოლ იდეალისტებს! ვსვამ რუსთავი ორელების და საქართველოს სადღეგრძელოს”! – წერს სააკაშვილი “ფეისბუქზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები