ჯარჯი აქიმიძე: სამართლიანობა აღდგება მაშინ, რაც „რუსთავი 2“ მის დამფუძნებლებს დაუბრუნდება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე აცხადებს, რომ სამართლიანობა მას შემდეგ აღდგება, რაც „რუსთავი 2“ მის დამფუძნებლებს დაუბრუნდება.
როგორც ჯარჯი აქიმიძემ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის კომუნიკაცია უკვე შედგა, თუმცა მათ შორის მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა.
მისივე თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს უახლოეს დღეებში შეხვდებიან, სადაც ტელეკომპანიის წილებზე ისაუბრებენ.
„ცხრა ადამიანმა ერთხმად მოაწერა ხელი ამ გადაწყვეტილებას, ეს პასუხისმგებლობა მათ თავისთავად აიღეს. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, მართალია, ის არ დასრულებულა. ეს არის პირველი, დასაწყისი ეტაპი. ვთვლით, რომ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“ მის დამფუძნებლებს დაუბრუნდება. ეს ალბათ მოხდება ძალიან მალე, ვინაიდან პირველი კომუნიკაცია ჩვენსა და ქიბარ ხალვაშს შორის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უკვე შედგა. ახლა დაიწყება მოლაპარაკება ჩვენს შორის. იმედი მაქვს, ეს პროცესი მალე დამთავრდება და დასრულდება ეს საგიჟეთი“, – აცხადებს ქიბარ ხალვაში.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ჯერ კიდევ 2015 წლის 6 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ სასამართლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მას მიაკუთვნებდა, მაშინ წილის ნახევარს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს დაუთმობდა. დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ 1-ელ მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს შეთანხმების პირობების შესახებ, რომლის თანახმადაც, მათ უნდა მიეღოთ წილის 50% და მენეჯმენტი რომელიც, მათი თქმით, ძალაშია. თუმცა ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ბოლო შეხვედრაზე დავით დვალმა არხის მენეჯმენტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები