მეუფე დიმიტრი: შორენა თეთრუაშვილის მისამართით გამოთქმული ბრალდებები გადამეტებულია

ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მისამართით გამოთქმული ბრალდებები გადამეტებულია და მას ეს იმიჯი შეუქმნეს.
მეუფე დიმიტრის თქმით, თეთრუაშვილს მან ავკარგიანი შეარქვა, რადგან ცხარე კამათიც ხშირად ჰქონიათ.
„შეუქმნეს ამ ქალბატონს ის იმიჯი, რომ ყველაფერი ბოროტების მოქმედია. ვფიქრობ, ეს გადამეტებულია. ის არის პატრიარქთან დაახლოებული პირი, მე მას ვუწოდე ავკარგიანი. ხშირად გვიკამათია, ცხარე საუბრებიც გვქონია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მტერია.
მე მასთან მაქვს მჭიდრო ნათესაური ურთიერთობა, როგორც მამალაძესთან, ასევე, ძალიან ბევრთან, ვიტყოდი, რომ ათასობით ნათლული მყავს, მათ შორის შორენა არის ჩემი ერთ-ერთი შვილიშვილის ნათლია. წლებია მას ვიცნობ, ის არის პატრიარქის მდივან-რეფერენტი. თითქმის 30 – 35 წელია, ავად თუ კარგად, ის პატრიარქის გვერდშია”, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები