მერაბ ჭანუყვაძემ დედის დღე ღვაწლმოსილ პედაგოგებს მიულოცა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ დედის დღე ღვაწლმოსილ პედაგოგებს მიულოცა. დამსახურებული პედაგოგები გამგებელმა პირადად მოინახულა და საჩუქრები გადასცა.

„დედის დღეს ვულოცავ ყველა დედას, განსაკუთრებულად პედაგოგებს, იმიტომ, რომ ისინი ყველაზე ბევრი შვილის დედები არიან. მათ დიდი წვლილი მიუძღვით თითოეული ჩვენგანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ვულოცავ ყველა ქალბატონს და მომავალ დედებს ამ ლამაზ დღეს. ვუსურვებ მათ მშვიდობას, ჯანმრთელობას და სამშობლოსათვის განათლებული, საამაყო შვილების აღზრდას,“- განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით, დედის დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან, სოციალურად შეჭირვებულ და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცების დედებს პირად ანგარიშებზე ფულადი თანხა დაერიცხებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები