არჩილ თალაკვაძე მიკრომეწარმეობის და მცირე ბიზნესის განვითარებაზე ოზურგეთში საჯარო შეხვედრას გამართავს
ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ქალაქ ოზურგეთში მიკრომეწარმეობის და მცირე ბიზნესის განვითარების შესახებ საჯარო შეხვედრას გამართავს.
შეხვედრაზე, მეწარმეობის და მცირე ბიზნესის განვითარების მიზნით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე, ოზურგეთში მცირე მეწარმეთა წარმატებულ გამოცდილებაზე და ეკონომიკის სფეროში არსებულ დადებით ტენდენციებზე შედგება დისკუსია.
საჯარო შეხვედრაში, რომელსაც ოზურგეთის მაჟორიტარის ბიურო უკეთებს ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, მცირე მეწარმეები, ოზურგეთის რაიონის სოფლების წარმომადგენლები, 2016 წლის ბენეფიციარები, ახალგაზრდები და ადგილობრივი მედია მიიღებენ მონაწილეობას.
მოხსენებებს გააკეთებენ პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლები, ასევე, საკუთარ წარმატებულ გამოცდილებაზე ისაუბრებენ 2016 წლის მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ბენეფიციარები.
არჩილ თალაკვაძე საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის, თუ რა ინიციატივები და მხარდამჭერი პროგრამები აქვს ხელისუფლებას მეწარმეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის.