ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში იწყება

ბოლნისის ,,სიონი” ჩემპიონატს პრო ლიგა 2-ში ზუგდიდთან დაპირისპირებით იწყებს. მატჩის დაწყებამდე ორი დღით ადრე, კლუბის ახალი ხელმძღვანელობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გულშემატკივრებს შეხვდნენ და სხვადასხვა საკითხები განიხილეს. ბუბა ტყავაძემ ქომაგთა დასმულ კითხვებს უპასუხა, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და გულშემატკივრებს კლუბის მთავარი მწვრთნელი წარუდგინა.
კობა ჟორჟიკაშვილი წლებია მწვრთნელ ინსტრუქტორის ტექნიკა-ტაქტიკის მიმართულებით მწვრთნელთა განათლების სისტემაში მოღვაწეობს. ქომაგებს ახალმა მწვრთნელმა ხედვა და მიზნები გააცნო. სიონის გულშემატკივრები ფან კლუბის ჩამოყალიბებას გეგმავენ, მათ ამის შესახებ შეხვედრაზე ისაუბრეს, მანამდე კი ისინი მატჩზე დასასწრებად ტრანსპორტით უზრუნველყოფასა და ეკიპირებას ითხოვენ. ქომაგებმა ყურადღება სტადიონის ინფრასტრუქტურაზეც გაამახვილეს, ისინი დაზიანებული ტრიბუნების შეკეთებას ითხოვენ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა გულშემატკივარს გვერდში დგომა აღუთქვა. სიონი ეროვნული ჩემპიონატის პირველ მატჩს 4 მარტს ზუგდიდის ,,ზუგდიდთან’’ გამართავს, რასაც გუნდის დაკომპლექტება და ხანგრძლივი ვარჯიშები უძღოდა წინ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები