6 მარტს, დიღომში გაზმომარაგება დროებით შეწყდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 6 მარტს დიღომში გაზმომარაგება შეწყდება.
როგორც ”კვირას“ შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, 6 მარტს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეწყდება შემდეგ მონაკვეთებზე: სოფელ დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული როსტევან მეფის ქუჩა №6, დავარის ქუჩა №1, ვეფხისტყაოსნის ქუჩა №64, სტრაბონის ქუჩა №26, სოფელ დიღომში არსებული ნაკვეთი №036/665-ში მდებარე ამხანაგობა ,,დიდი დიღომი 32”,ნაკვეთი №458, ნაკვეთი №038/938-ში მდებარე შპს ,,ქართულ-უკრაინული სამშენებლო ჯგუფი“, ნაკვეთი №038/340, ნაკვეთი №038/341, ნაკვეთი № 039/028, ნაკვეთი №040/418, ნაკვეთი №039/672-ში მდებარე შპს ,,ჯეოტერა-1“, სოფელ დიღომში არსებული კორპუსი №4, მირიან მეფის ქუჩა №10კ – ნაკვეთი №345, დიდი დიღომი – ნაკვეთი №037/457-ში მდებარე ამხანაგობა ,,მეგობრობა 2012“, დიდი დიღომი – ნაკვეთი № 039/465-ში მდებარე შპს ,,სამშენებლო კომპანია ალფა დეველოპმენტი“, დიდი დიღმის III მიკრორაიონის მიმდებარედ – ,,ამხანაგობა 135“, შპს „ალფა დეველოპმენტ პლიუსი“, მირიან მეფის ქუჩა №10ა-ში მდებარე შპს ,,იმედის“ კლინიკა, დიდი დიღმის III მიკრორაიონის მიმდებარედ – შპს ,,L.N.D. Group”-ს, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსების და კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს.
გაზის მიწოდება 19:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღდგება.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები