ქართულმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ ჰოლივუდში 5 ნომინაციაში გაიმარჯვა (ვიდეო)

ქართულმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ (Prime Meridian of Wine), რომელიც საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ გადაიღო, ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე 5 ნომინაციაში გაიმარჯვა.
ნომინაციაში “საუკეთესო პროდიუსერი” – პრიზი შალვა ხეცურიანმა აიღო; “საუკეთესო სცენარის ავტორი” – თამარ ბართაია გახდა; ნომინაციაში “საუკეთესო რეჟისორი” – ნანა ჯორჯაძემ გაიმარჯვა; “საუკეთესო დამდგმელ ოპერატორად”  მიხეილ კვირიკაძე დასახელდა, ხოლო “როლის საუკეთესო შემსრულებლად” – რევაზ ხეცურიანი.
ფილმს უკვე რამდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული – ესპანეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კინოფესტივალზე MOST 2016 წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ტიტული მოიპოვა; საფრანგეთში გამართულ OENOVIDEO-ს ღვინის კინოფესტივალზე მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი, როგორც წლის საუკეთესო ენოლოგიურმა ფილმმა. ფილმის ჩვენება ასევე გაიმართა ეინდჰოვენის კინოფესტივალზე – DOCfeed.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები