კახა კალაძე: ოპოზიცია ტყუის

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ოპოზიციას ტყუილში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, აფხაზეთის რკინიგზის საკითხი არ განიხილება და ამ თემაზე არც სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებზე ყოფილა საუბარი. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ რკინიგზის აღდგენა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა საქართველოს დეოკუოპაცია მოხდება.
“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით კი, აფხაზეთის გავლით, რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა იგეგმება. ნიკა რურუას განმარტებით, ამას რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრემიერის განცხადება მოწმობს. კარენ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ ლარსის ალტერნატიული ეკონომიკური გზა გაიხსნება. რურუას თქმით, სომხეთის პრემიერის ვიზიტი სწორედ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთს ეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები