“უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია 1 მარტს ბრიუსელში გაიმართება”

16933354_10208035866886100_910892576_nსაქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის და „შეჩერების მექანიზმზე“ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია 1-ელ მარტს, ბრიუსელში გაიმართება. ამის შესახებ ტვიტერში რადიო „თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა.
რამდენიმე დღის წინ იოზვიაკი წერდა, რომ უვიზო მიმოსვლა საქათველოს მოსახლეობისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში, სავარაუდოდ, მარტის ბოლოდან ამოქმედდებოდა.
ცნობისთვის, 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას პლენარულ სხდომაზე დაუჭირა მხარი. ახლა ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რომლის სხდომაც 27 თებერვალს გაიმართება. სწორედ ამ დღეს გაირკვევა უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ზუსტი თარიღი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები