გიორგი მარგველაშვილი უჩა ნანუაშვილს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს შეხვდა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა პრეზიდენტს ყოველწლიური ანგარიშის ძირითადი ასპექტები გააცნო, რომლის წარდგენაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტში იგეგმება.
პრეზიდენტისა და სახალხო დამცველის საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში ადამიანის უფლებების მიმართულებით შექმნილ ვითარებას, მართლმსაჯულების რეფორმას და ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები