ეკა ბესელია: ფაქტობრივად, პრეზიდენტმა უკვე თქვა, რომ ის აპირებს ვეტოს უფლების გამოყენებას

“ფაქტობრივად, პრეზიდენტმა უკვე თქვა, რომ ის აპირებს კანონპროექტს ვეტო დაადოს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განაცხადა.
ბესელიას თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის სამუშაო სივრცე პარლამენტში გახსნილი იყო.
,,ფაქტობრივად, პრეზიდენტმა უკვე თქვა , რომ ის აპირებს ვეტოს დადებას. მას სიტყვასიტყვით ეს არ უთქვამს, მაგრამ მისი საუბრის კონტექსტი, სამწუხაროდ, უკვე ატარებს ამ გადაწყვეტილების შინაარსს. პროექტზე არ მიმიღია არანაირი შენიშვნები და მოსაზრებები პრეზიდენტისგან. ზეპირად იყო გამოთქმული რამდენიმე მოსაზრება და ამ ზეპირი მოსაზრებების პრინციპს ჩვენ ვემხრობოდით, გარდა ერთადერთი საკითხისა, რომელიც სააგენტოს საკითხს შეეხებოდა. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კონსულტაციების ფორმატი მხოლოდ მასთან იყო გახსნილი და არა პარლამენტთან. ამ დროს, პარლამენტში დისკუსიისა და სამუშაო სივრცე იყო გახსნილი. ჩვენ ვესაუბრებით უამრავ ადამიანს და გადაწყვეტილებებს ვიღებთ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები