დეპუტატებს შორის დაპირისპირება და ცხარე კამათი – სხდომაზე შესვენება გამოცხადდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირებას ცხარე კამათი და ხმაური მოჰყვა. ამის მიზეზი ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენაზე გამართული დებატები გახდა.
კამათი საკითხის ერთ-ერთი ინიციატორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეთავაზებას მოჰყვა, რომელმაც პარლამენტს შესთავაზა, რომ პაკეტში წარდგენილი რიგით პირველი კანონპროექტი პარლამენტს  თავების  მიხედვით განეხილა, დანარჩენი კანონპროექტები  კი მუხლობრივად.
ბესელიას შეთავაზება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გაიზიარა, საპარლამენტო ოპოზიციამ გააპროტესტა.
აღნიშნული ინიციატივა ბესელიამ იმ არგუმენტით ახსნა, რომ ინიცირებული პროექტი გუშინ კომიტეტმა დეტალურად, 7 საათის განმავლობაში განიხილა.
ბესელიამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, დროში შეზღუდული არიან, მისი მიღების თვალსაზრისით, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაეთანხმა. კობახიძის განმარტებით, ოპოზიციას პირველი მოსმენისას გამოყენებული პრაქტიკის გამეორება და განხილვის პროცესის დროში გაწელვა სურს.
პარლამენტის სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები