„ომბუდსმენმა უნდა გაითვალისწონოს, რომ როცა დაპატიმრებულს ხვდება, გამოძიების ელემენტების გარეთ გამოტანა სწორი საქციელი არ არის“

“სახალხო დამცველმაც უნდა გაითვალისწინოს, რომ როდესაც დაპატიმრებულს ხვდება, გამოძიების ელემენტების გარეთ გამოტანა სწორი საქციელი არ არის”, – ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს ე.წ.ციანიდის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრები აუცილებელია, თუმცა ეს ინფორმირების დატვირთვას უნდა ატარებდეს.
,,საუბარი და შეხვედრები აუცილებელია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ საპატრიარქო უბრალო ინსტიტუტი არ არის, ის სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვანია. ინფორმირება სხვა არის, მტკიცებულებების „ჩამოტარება“ – სხვა. ცინიკური ფორმით საუბარი არ არის საჭირო. სახალხო დამცველმაც უნდა გაითვალისწინოს, როდესაც ხვდება დაპატიმრებულს, გამოძიების ელემენტების გარეთ გამოტანა სწორი საქციელი არ არის, რაც მან უკვე გააკეთა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები