ონლაინ სესხი თქვენთვის კიდევ უფრო ხელსაყრელი გახდება

ონლაინ სესხები არის პროდუქტი, რომელიც გათვლილია საზოგადოების ყველაზე მრავალრიცხოვან, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე პირებზე. თუ გავითვალისწინებთ სიტუაციას, რომ ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 10 % ცხოვრობს, უმუშევრობის დონე კი 12 %–ზე მეტია, არ არის გასაკვირი, რომ ეს სერვისი საქართველოში ძალიან პოპულარულია.
მასშტაბურია გაცემული სესხების რაოდეობაც. როგროც კრედიტ–ინფოს (საკრედიტო ინფორმაციის ბიურო) ოფიციალურ მონაცემებში ვკითხულობთ, ქვეყანაში, სადაც 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 4 მილიონი ონლაინ სესხია გაცემული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის საერთო რაოდენობას უნდა გამოვაკლოთ მოხუცები და ბავშვები, რომლებსაც ასაკობრივი ლიმიტის გამო, სესხის აღება არ შეუძლიათ. 16934144_1642500955765888_1662036408_n
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კრედიტ–ინფოში ყველა სესხი არ აღირიცხება. გამოდის, ერთ ადამიანზე ხშირად ორი და მეტი ონლაინ სესხი მოდის. მიუხედავად სერვისის ამგვარი პოპულარობისა, რაზეც მომხმარებელთა დიდი რაოდენობა მეტყველებს, უკმაყოფილო ბევრი ადამიანი იყო. უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი კი არახელსაყრელი საკომისიო პირობები გახლდათ.
რადგან სესხს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე იღებთ, სესხის გამცემი კომპანიები საკუთარ პროდუქტს დიდი რისკის შემცველად აფასებდნენ და შესაბამისად, მაღალი საპროცენტო განაკვეთი ჰქონდათ დაწესებული, თუმცა ახალი კანონის მიხედვით, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2017 წლის იანვარში მოაწერა ხელი, ეროვნული ბანკი ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებს გარკვეულ რეგულაციებს უწესებს. კერძოდ, საუბარია ძირ თანხაზე დარიხცული პროცენტის ლიმიტზე. ონლაინ სესხები, გარდა სისწრაფისა, უკვე სიიაფითაც გამოირჩევა.
თითოეულ კომპანიის მიერ შემოთავაზებული პირობები შეგიძლიათ ნახოთ საიტზე სწრაფი ონლაინ სესხი sesxebi365. აქ განთავსებულია ყველაზე სანდო კომპანიების ჩამონათვალი და დეტალური ინფორმაცია სესხის პირობების შესახებ. თუ დააკვირდებით, სესხის თანხაზე დარიცხული საკომისიო უკვე 5–6 % შორის მერყეობს. თუ კომპანიისგან 100 ლარს ისესხებთ, უკან მხოლოდ 106 ლარს აბრუნებთ. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ თუ კონკრეტული კომპანიისგან სესხს პირველად იღებთ, სესხი უპროცენტოა. გამოდის, აბრუნებთ ზუსტად იმდენს, რამდენიც ისესხეთ, ყოველგვარი დანამატის გარეშე.
კომპანიის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ისარგებლეთ საიტზე განთავსებული ინფორმაციით, კომპანიების შემოთავაზებებში თითოეული ნიუანსი ერთმანეთს ყურადღებით შეადარეთ და არჩევანი შეაჩერეთ იმ კომპანიაზე, რომელსაც თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები აქვს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები