კონსტანტინე გამსახურდია: ბოლო 5 წლის მანძილზე, აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში 1400-მდე ქართველი იმყოფება

“მიგრაციის უწყება უნდა დაინტერესდეს ადამიანების წარსულით”,- ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ ლიდერმა, კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა.
გამსახურდიას აზრით, ბევრი ადამიანი შეეცდება საქართველოს დატოვებას, თუმცა გამსახურდია იმ ვალდებულებებზე საუბრობს, რაც საქართველოს იმ ადამიანების საქართველოში რეპატრიაციისთვის ეკისრება, რომლებსაც უცხოეთში მუშაობისა და ყოფნის უფლება არ ექნებათ .
„ბოლო 5 წლის მანძილზე, აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში იმყოფება 1400-მდე ქართველი. დღეს უმუშევრობა იზრდება და მოსახლეობა ეცდება, ქვეყანა დატოვოს, თუმცა მათი უკანონოდ ყოფნის გამო სხვა ქვეყანაში, საქართველოს ეკისრება ვალდებულება, რაც თანხებთან არის დაკავშირებული, ქვეყანას ეკისრება ამ შეთხვევაში, 100 მილიონი ევრო. აქ არის ლაპარაკი იმაზე, როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების სამშობლოში დაბრუნება და ევროპის მხარე მათი დაბრუნების ვალდებულებას ქართულ მხარეს აკისრებს”, განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები