მერია მოსახლეობას აფრთხილებს, სადარბაზოების დეზინფექციისთვის უცხო პირებს ფული არ გადაუხადონ

თბილისის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, სადარბაზოების დეზინფექციის მომსახურებისთვის უცხო პირებს თანხა არ გადაუხადონ .
”თბილისში პერმანენტულად აქტიურდებიან მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფები, რომლებიც, ვითომდა სადარბაზოების დეზინფექციის მიზნით, დედაქალაქის მცხოვრებლებს გარკვეული თანხის გადახდას სთხოვენ. გვინდა კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ეს ადამიანები არ არიან თბილისის მერიის თანამშრომლები და მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ გადაუხადონ თანხა უცხო პირებს გაურკვეველი მომსახურებისთვის”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები