თბილისში აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე სამოქალაქო სექტორის ფორუმი გაიმართა

„გლობალურ ფონდს უდიდესი წვლილი აქვს საქართველოში სამი დაავადების – შიდსის, მალარიისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრი სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” გამართულ აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე სამოქალაქო სექტორის ფორუმს დაესწრო. ფორუმის მიზანია აივ/შიდსის და ტუბერკულოზის პროგრამების მდგრადობის უზრუნველყოფისთვის ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების მიმოხილვა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დავით სერგეენკომ აღნიშნა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემას მრავალი მნიშვნელოვანი პარტნიორი ჰყავს. ერთ-ერთია გლობალური ფონდი, რომელსაც მინისტრის ინფორმაციით, უდიდესი წვლილი აქვს საქართველოში სამი დაავადების – შიდსის, მალარიისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლაში. ფორუმზე ისაუბრეს აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის კონტროლის სფეროში მიმდინარე ინიციატივებზე და მათ განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების როლის მნიშვნელობაზე.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭო წარმოადგენს ერთიან მაკოორდინირებელ ორგანოს, რომლის მიზანია, უზრუნველყოს საქართველოში სახელმწიფოს, გლობალური ფონდისა და სხვა დონორების დახმარებით, მიმდინარე აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის კოორდინირება სახელმწიფო დონეზე.
შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრნენ საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, სამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, გლობალური ფონდის, ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის, ნიდერლანდების ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტისა და UNICEF-ის რეგიონალური პროგრამის წარმომადგენლები.
ღონისძიების ორგანიზატორია აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები