თურქეთის შეიარაღებულ ძალებში ქალებს მუსლიმანური თავსაბურავების ტარების უფლება მისცეს

თურქეთის შეიაარღებულ ძალებში ქალებისთვის მუსლიმაური თავდაბურავის ტარებაზე აკრძალვა გაუქმდა. აქამდე ქალებს ჯარში ჰიჯაბის, ნიქაბის და სხვა თავსაბურავის ტარება ეკრძალებოდათ. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
ახალი წესი ჯერჯერობით მხოლოდ ოფიცერ ქალებს შეეხებათ, რომლებიც გენერალურ შტაბში ან სხვა შტაბებში მსახურობენ.
ქალებს სამხედრო ქუდის ქვეშ თავაბურავის ტარების უფლება მისცეს, თუცმა სახის დამლავა აკრძალულია.
ცნობისთვის, 2010 წელს თურქეთის უნივერსიტეტებში თავსაბურავის ტარებაზე აკრძალვა გაუქმდა, 2013-ში თავდაბურავის ტარების უფლება სახელმწიფო მოხელეებს მისცეს, ხოლო 2014-ში – საშუალო სკოლის მოსწავლეებს.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ ცვლილებებით თურქეთს, როგორც საერო სახელმწიფოს, შეიძლება საფრთხე დაემუქროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები