Airbus -ის შემოსავალი გასულ წელს 63%-ით შემცირდა

გასულ წელს ავიამშენებელი კონსორციუმის, Airbus-ის შემოსავალი 63%-ით შემცირდა და 995 მილიონი ევრო შეადგინა. ამის მიზეზი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის А400М-ის ტექნიკური პრობლემების მოგვარებით არის გამოწვეული. ამ თვითმფრინავების ტექნიკურმა გაუმართაობამ კონსორციუმი 2,2, მილიარდი ევროთი იზარალა.
უახლესი მოდელის თვითმფრინავს რამდენიმე სერიოზული ავარია დაემართა. ასე, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ კაუნასის აეროპორტში ამ მოდელის თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა., მის ბორტზე გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფებოდა, 2015 წელს კი საცდელი ფრენის დროს А400М0მა ესპანეთში კატასტროფა განიცადა. დაიღუპა ეკიპაჟის 4-ვე წევრი.
2017 წელს Airbus-ი 700 ერთეული ავიალაინერის გაყიდვას ვარაუდობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები