მამუკა მდინარაძე ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს ოპტიმალურად მიიჩნევს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი ოპტიმალურია იმ შესაძლო ვარიანტებს შორის, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში განიხილებოდა.
„კანონზე, ბუნებრივია, ოპოზიციას ყოველთვის აქვს შენიშვნები, ეს არის მათი საქმე, მაგრამ ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ეს არის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი, ყველაზე დახვეწილი კანონი, რაც შეიძლებოდა ამ სფეროში საქართველოს მიეღო და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის წარმატებით გაივლის ამ ეტაპებს და ჩვენ მივიღებთ ამ კანონს“, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტი დათქმულ ვადებში დამტკიცდება.
„ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტი მომზადდა ფართო მსჯელობისა და დისკუსიის საფუძველზე და ის შესაბამისობაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. შესაბამისად, ამ კვირაში ჩვენ კანონპროექტების პაკეტს მეორე მოსმენით განვიხილავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის შეფასებების საპასუხოდ.
ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მარტის ბოლომდე უნდა მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები