საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირის საბჭო 28 თებერვალს იმსჯელებს

„საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭო 28 თებერვალს იმსჯელებს“, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ დღეს, ევროპის საბჭოში, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს COREPER-ის (ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი) ერთგვარი ტექნიკური სხდომაა, სადაც უკვე პარლამენტის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე მისცემენ თანხმობას.
„ 28 თებერვალს საკითხს შეიტანენ საბჭოს სხდომის დღის წესრიგში, სადაც დარწმუნებული ვარ, დადებითი პასუხი იქნება გაცემული პარლამენტის გადაწყვეტილებაზე. ვიზალიბერალიზაციის კუთხით, ყველაფერი მიდის გეგმაზომიერად“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა ევროპარლამენტის კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას 2 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე დაუჭირა მხარი. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები