ბოლივიაში პრეზიდენტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები იმართება (ვიდეო)

ბოლივიაში პრეზიდენტის, ევო მორალესის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები იმართება. ხელისუფლებამ დედაქალაქ ლა-პასის და ქალაქ სანტა-კრუსის ქუჩებში 10 ათასამდე პოლიციელი გამოიყვანა, რათა ხელისუფლების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის შეტაკებები არ დაუშვას.
ბოლივიაში ერთი წლის წინ, რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც პრეზიდენტმა მორალესმა მისთვის მესამე ვადით არჩევის უფლების საკითხი გაიტანა. მაშინ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.
მორალესის მომხრეები კი განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ.
პრეზიდენტს უფლებამოსილება 2019 წელს ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები