აშშ-ში მიგრანტების დეპორტაციის წესები მკაცრდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის ახალი, უფრო მკაცრი წესები გამოსცა. ამის შედეგად, ქვეყნის ხელისუფლება დეპორტირებული არალეგალური მიგრანტების რაოდენობის გაზრდას ვარაუდობს.
პირველ რიგში, ეს ღონისძიებები იმ არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ განხორციელდება, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულისთვის იყვნენ  გასამართლებულნი, ანდა ქვეყანას უქმნიან საფრთხეს.
ახალი წესები აშშ-ის კანონებს არ ცვლის, მაგრამ მათი გამოყენების პრაქტიკას ამკაცრებს.
ტრამპის მიგრაციულ პოლიტიკას უკვე მოჰყვა საპროტესტო აქციები აშშ-ში და სხვა ქვეყნების მთავრობათა კრიტიკაც მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები