კონგოს მთავრობა: არჩევნები წელს არ გვექნება, ძალიან ძვირი ჯდება

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე „სიძვირის გამო“, უარს ამბობს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პიერ კანგუდიამ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების ჩატარება 1,8 მილიარდი აშშ დოლარი ჯდება, რაც „ძალიან ძვირია“.
“არჩევნები წელს არ გვექნება, ძალიან ძვირი ჯდება. მე ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება ამ წელიწადს 1.8 მილიარდის მობილიზება.  ამ ეტაპზე მირჩევნია, რომ ენის სიწმინდე შევინარჩუნოთ“, –  განაცხადა პიერ კანგუდიამ.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს უფლებამოსილება ჯერ კიდევ 2016 წელს ამოეწურა. ჯოზეფ კაბილას მოწინააღმდეგეები იმაში ადანაშაულებენ, რომ ის არჩევნების თარიღს განზრახ აჭიანურებს, რომ ხელისუფლებაში რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები