ილჰამ ალიევმა თავისი ცოლი ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თავისი ცოლი, მეჰრიბან ალიევა ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება. ილჰამ ალიევის თავმჯდომარეობით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტი წარმოადგინა.
როგორც ალიევმა განაცხადა, მეჰრიბან ალიევას დანიშვნა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მისმა ეფექტურმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა, კულტურულმა და საერთაშორისო  საქმიანობამ გამოიწვია.
აზერბაიჯანის კონსტიტუციის შესაბამისად, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქვეყნის მეთაურის ფუნქციებს ასრულებს, როდესაც პრეზიდენტს მათი შესრულება არ შეუძლია.

Untitled 611111

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები