ებრაელ ჯარისკაცს პალესტინელის მკვლელობისთვის 18-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

ებრაელ ჯარისკაცს, ელიორ აზარიას სამხედრო ტრიბუნალმა პალესტინელის არაგანზრახ მკვლელობისთვის 18-თვიანი პატიმრობა  მიუსაჯა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
პროკურატურა ჯარისკაცისთვის 3-წლიან პატიმრობას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მკვლელობა ტერაქტის ადგილას მოხდა და ამ სიტუაციაში ჯარისკაცი პირველად მოხვდა.
ინციდენტი გასული წლის მარტში, ქალაქ ხევრონში მოხდა. ვიდეოჩანაწერზე ჩანს, რომ აზარიამ პალესტინელს იმ მომენტში ესროლა, როდესაც ის მიწაზე დაჭრილი იწვა მას შემდეგ, რაც ებრაელ ჯარისკაცებს დანით თავს დაესხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები