ავიაკატასტროფა ავსტრალიაში – თვითმფრინავი მელბურნის სავაჭრო ცენტრს დაეცა (ვიდეო)

მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც სულ ცოტა 5 ადამიანი იმყოფებოდა, ავსტრალიის ქალაქ მელბურნის ერთ–ერთი სავაჭრო ცენტრის შენობას დაეცა. ავიაკატასტროფის შედეგად სავაჭრო ცენტრის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. კატასტროფამ  5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი ჩარტერულ რეისს ასრულებდა.
ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურები. შტატის პოლიციის ცნობით, კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე, პილოტმა ძრავების გათიშვის შესახებ  განგაშის სიგნალი გაგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები