რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა

რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩურკინი ნიუ იორკში მოულოდნელად გარდაიცვალა.
გაერო-ში რუსეთის ელჩს ხვალ 65 წელი შეუსრულდებოდა. ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პოსტს 2006 წლიდან იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები