ერაყში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ერაყის ქალაქ რამადიში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
საერთაშორისო კოალიციის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე საბრძოლო ოპერაციის დროს არ დაღუპულა, თუმცა სხვა დეტალები უცნობია.
ერაყში ამჟამად ქალაქ მოსულის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც ამერიკელი სამხედროებიც მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები