გაეროს ინფორმაციით, სამხრეთ სუდანში შიმშილია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, სამხრეთ სუდანში შიმშილია.
გაეროს სურსათის პროგრამის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ქვეყანაში უახლოეს მომავალში შიმშილით შეიძლება 100 ათასი ადამიანი დაიღუპოს, თუ იქ საკმარისი რაოდენობის დახმარება არ ჩავიდა. ამჟამად სამხრეთ სუდანის მილიონამდე მოქალაქე შიმშილის პირასაა. მათგან 250 ათასი ბავშვია.
ბოლო 6 წლის განმავლობაშ გაერო მასიური შიმშილის შესახებ ინფორმაციას პირველად აქვეყნებს. სამხრეთ სუდანში ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო წლებში დღითიდღე უარესდება.
ამ ქვეყანაში 2013 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. კონფლიქტის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა და 2 მილიონამდე იძულებული იყო საკუთარიო საცხოვრებელი დაეტოვებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები