ლავროვი მონტენეგროში დაგეგმილ სახელმწიფო გადატრიალებაში მოსკოვის მონაწილეობას უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უარყოს მონტენეგროს ხელისუფლების ბრალდებებს, თითქოს რუსეთის სპეცსამსახურები 2016 წლის შემოდგომაზე ქვეყნაში დაგეგმილ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
მისი თქმით, ეს არის იმ უსაფუძვლო ბრალდებების ნაწილი, რაც რუსეთის მიმართ ბოლო დროს არის გამოთქმული.
ლავროვმა  გაიხსენა, რომ რუსეთს აშშ-ის ოფიციალურ სტრუქტურებზე ჰაკერულ შეტევებში და უცხო ქვეყნებში საარჩევნო პროცესში ჩარევაში, ასევე დონადლ ტრამპთან საიდუმლო კავშირების დამყარებაში ადანაშაულებენ. „არც ერთი ეს ბრალდება კონკრეტული ფაქტით დამტკიცებული არ ყოფილა“, – განაცხადა ლავროვმა.
ცნობისთვის, მონტენეგროს სპეციალურმა პროკურორმა, მილივოე კატნიჩმა ტელეკომპანია “TV Prva”-ს ეთერში განაცხადა, რომ რუსული სახელმწიფო ორგანოები და სპეცსამსახურები გასული წლის ოქტომბერში, არჩევნების დროს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდნენ. მიზანი ნატოში მონტენეგროს შესვლის აღკვეთა იყო. მისი თქმით, ეს დასკვნა საქმის მოწმეების ჩვენების და მათი საუბრების მიხედვით არის გამოტანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები