აშშ-ის თავდაცვის მინისტრი: ერაყის ნავთობის ხელში ჩაგდებას ჩვენ არ ვაპირებთ

 აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ აშშ ერაყის ნავთობის ხელში ჩაგდებას არ აპირებს. ეს კომენტარი მეტისმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვების კომენტირებისას გააკეთა. კერძოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკამ ერაყში არსებულ ნავთობის საბადოებზე კონტროლი უნდა დააწესოს, ამ გზით მიღებული შემოსავლით „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა დააფინანსოს და ამავდროულად, ისლამისტებს შემოსავლის წყარო მოუსპონ.
„ამერიკა ყოველვის იხდიდა მოპოვებული გაზის და ნავთობის საფასურს. ამას გავაკეთებთ მომავალშიც. ჩვენ იმისთვის არა ვართ ერაყში, რომ ვინმეს ნავთობს დავეუფლოთ”, – განუცხადა მეტისმა ჟურნალისტებს.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დღეს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ჩავიდა. ის ერაყში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის სამომავლო გეგმებს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები