აღმოსავლეთ უკრაინაში დღეიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

აღმოსავლეთ უკრაინაში დღეიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. ეს გადაწყვეტილება მიუნხენში „ნორმანდიული ოთხეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნა მიღებული. ამ ჯგუფში უკრაინის, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. მანამდე კი გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებები არ სრულდება, რაც დონბასში სრულფასოვანი მშვიდობის დამყარებას უშლის ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები