აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: რუსეთმა თავისი ქმედებისთვის პასუხი უნდა აგოს 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა მიუნხენში, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან დიალოგისთვის საერთო პოზიციებს ეძებს.
ამასთანავე, პენსმა აღნიშნა, რომ რუსეთმა საერთაშორისო არენაზე თავისი ქმედებისთვის პასუხი უნდა აგოს. პენსმა აღნიშნა, რომ აშშ რუსეთისგან მინსკის შეთანხმებების შესრულებას მოითხოვს, რამაც აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტს ბოლო უნდა მოუღოს.
ეს მაი პენსის პირველი საჯარო გამოსვლაა აშშ-ის ფარგლებს მიღმა, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ ბრალდებების მიუხედავად, რუსეთის საერთაშორისო არენაზე დესტაბილიზატორის როლს არ თამაშობს. ლავროვმა დასავლეთი „ცივი ომის“ პოლიტიკის გაგრძელებაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები