აშშ-დან ერთ თვეში 117 კუბელი მიგრანტია დეპორტირებული

ბოლო ერთი თვის განმავლობაში აშშ-დან 117 კუბელი მიგრანტია დეპორტირებული. ამის შესახებ კუბური გამოცემა Granma იუწყება.
ჰავანაში დღეს აშშ-დან ორი ქალი ავიარეისით იყო დეპორტირებული, რომელიც სპეციალურად მათთვის დაწესდა.   აქამდე მიგრანტებს სახლში კომერციული ავიარეისებით ან გემებით აბრუნებდნენ.
დეპორტაცია აშშ-ის წინა პრეზიდენტის მიერ დაწესებული წესების მიხედვით მოხდა, ბარაკ ობამამ თეთრი  ახლის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე კუბელებისთვის მანამდე შემოღებული სპეციალური მიგრაციული რეჟიმი გააუქმა, რომლის მიხედვით მათ აშშ-ის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე განუსაზღვრელი ვადით ყოფნა შეეძლოთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები