პენტაგონის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები ქალაქ რაქას ტოვებენ

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები ქალაქ რაქას ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი ჯეფ დევისი ავრცელებს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დევისს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენმა „ბოევიკმა“ დატოვა ქალაქი. უცნობია მათი ვინაობაც.
ტერორისტები, ძირითადად, ქალაქ დე-ეზ-ზორისკენ გადაადგილდებიან. ამ ქალაქს რაქასთან ერთადერთი გზა აკავშირებს, დანარჩენებს „სირიის დემოკრატიული ძალები“  აკონტროლებენ, რომელშიც, ძირითადად, ქურთი მოხალისეები შედიან.
პენტაგონის ინფორმაციით, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ რაქაზე კონტროლის შენარჩუნების იმედი აღარ აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები