„ექიმებმა მამა გიორგი ორჯერ გადაარჩინეს, მას ორჯერ ჰქონდა კლინიკური სიკვდილი“ – მარიამ ტარიელიძე

“ექიმებმა მამა გიორგი ორჯერ გადაარჩინეს, მას ორჯერ ჰქონდა კლინიკური სიკვდილი”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარმა, მარიამ ტარიელაძემ განუცხადა, რომელიც ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში იმყოფება.
“3 წლის წინ ჰქონდა შემთხვევა, როცა გული გაუჩერდა, მისი გადარჩენა შეძლეს ექიმებმა. მეორეჯერ დიაგნოსტიკის ტესტირების დროს გაუჩერდა გული და გაუკეთეს სტენტირება. ოპერაციის შემდეგადაც რამდენჯერმე იყო ისე, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა და ამ ემოციისა და სტრესული მდგომარეობის შემდეგ, ისევ რომ საავადმყოფოშია, არ არის გასაკვირი. ჩვენ არ ვიცით დეტალები, მედიით ვიგებთ ყველაფერს”, – აღნიშნა მარიამ ტარიელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში გუშინ გადაიყვანეს. ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ზაზა ლაზარაშვილის განცხადებით, დეკანოზი კლინიკაში სინკოპეს (გონების კარგვის) დიაგნოზით შეიყვანეს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები