ექიმი: პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და საქართველოში წასასვლელად ემზადება

ბერლინის კლინიკის ექიმის, მარტინ შტრიკის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და საქართველოში წასასვლელად ემზადება.
„პატრიარქის მდგომარეობა დადებითია. ის თავს კარგად გრძნობს და საქართველოში წასასვლელად ემზადება. ამ დროის მონაცემებით, ყველაფერი კარგად არის. პატრიარქი თავს კარგად გრძნობს“, – განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქი გერმანიაში 2 თებერვალს გაემგზავრა. მას ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები