როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

საქართველოში, მომდევნო სამი დღის განმავლობაში, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ხვალ თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 11 გრადუსამდე აიწევს.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ და ზეგ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში ხვალ ღამით -1:+4 გრადუსი იქნება, ზოგან -5-მდე; დღისით – 8,13 გრადუსი.
მთაში ღამით -10, -5 გრადუსია მოსალოდნელი; დღისით – 2,7 გრადუსი. მაღალმთაში ღამით -17,-12 გრადუსი. დღისით – 0,5 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში ღამით -6,-1 გრადუსი, ზოგან -11 გრადუსამდე. დღისით – 7,12. მთაში ღამით – -13,-8 გრადუსი, დღისით – 1,6 გრადუსი. მაღალმთაში ღამით – -15,-10, ზოგან -20 გრადუსამდე. დღისით -1,+4 გრადუსი, ზოგან – -5 გრადუსამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები