პროგრამა FLEGI II-ის მეორე ფაზა შეაჯამეს

პროგრამა FLEGI II-ის  – სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის – მეორე ფაზა (ENPI FLEG II) შეაჯამეს.

შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა მიმართეს. FLEGI II წარმოადგენს სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამის პირველი ფაზის (ENPI FLEG I) გაგრძელებას და მიზნად ისახავს ტყის მდგრადი მართვისა და მისი დაცვის ხელშეწყობას ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცულ აღმოსავლეთის რეგიონში.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს მონაწილე ქვეყნებს – 2005 წლის პეტერბურგის მინისტერიალის შეხვედრაზე ხელმოწერილი დეკლარაციით გათვალისწინებული ვალდებულებების შემდგომ განხორციელებასა და FLEG I პროგრამის ფარგლებში მიღწეული წარმატებების გავრცობაში; მდგრადი სატყეო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, მათ შორის ტყის მდგრადი მართვისა და ტყის დაცვის პოტენციალის გაზრდისაკენ მიმართული სამართლებრივი და ადმინისტრაციული რეფორმების გატარებაში; პროგრამის ძირითადი მიმართულებებია სატყეო კანონმდებლობისა და პოლიტიკის გაუმჯობესება; ტყის მდგრადი მართვის გაუმჯობესება; ტყის რესურსებით მდგრადი სარგებლობის გაუმჯობესება; ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერება; ტყის ინვენტარიზაციის ხელშეწყობა; სატყეო-სადემონსტრაციო კვლევები; შესაძლებლობების გაძლიერება და ტრენინგი.
პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ევროკომისია და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა, ხოლო განმახორციელებელი მსოფლიო ბანკი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, ბუნების კონსერვაციის მსოფლიო კავშირი.

შეხვედრას სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები