ფატუ ბენსუდა: რუსეთმა რომც არ ითანამშრომლოს ჰააგასთან, გამოძიება მაინც არ შეწყდება

ჰააგის სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი არ ითანამშრომლებს ჰააგასთან, გამოძიება მაინც არ შეწყდება.
როგორც პროკურორმა მიუნხენში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას დაგეგმილი აქვს საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა, რომელსაც მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს გამოძიების მიმდინარეობაზე იქნება.
”გამოძიება მიმდინარეობს და ვაგროვებთ საჭირო ინფორმაციებს, მტკიცებულებებს. ვმუშაობთ. ჩვენ გვჭირდება ქართულ მხარესთან შეხვედრა, თანამშრომლობა ხელისუფლებასთან და ამიტომ გვაქვს ასეთი ხასიათის შეხვედრები. ვმსჯელობთ საქმის მიმდინარეობაზე, გამოძიების რა ეტაპზე ვიმყოფებით. რუსეთთან თანამშრომლობაზე მოთხოვნა უკვე გაგზავნილია, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია. როგორც უკვე აღვნიშნე, რუსეთმა რომც არ ითანამშრომლოს, გამოძიება არ შეწყდება. ჩვენ ვეძებთ გზებს საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად”, – განაცხადა ფატუ ბენსუდამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები