ადვოკატი: მამა გიორგის მიაჩნია, რომ სახელისუფლებო ორგანოები თავიდან შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი

“მამა გიორგის მიაჩნია, რომ სახელისუფლებო ორგანოები თავიდან შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ე.წ მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, მამა გიორგი საბრძოლოდაა განწყობილი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.

“მამა გიორგის მიაჩნია, რომ სახელისუფლებო ორგანოები თავიდან შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი. მას იმედი აქვს, რომ ყინული, რაც ნაწილობრივ დაიძრა, იქნება სწორად აღქმული და ხელისუფლების ორგანოები ბოლომდე გაერკვევიან მის უდანაშაულობაში და პირველ დღეებში დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმფცია იქნება აღმოფხვრილი. ის მიესალმება დღევანდელ პოზიტიურ განცხადებებს მის მიმართ და მიაჩნია, რომ თავიდანვე რომ ასე ყოფილიყო და შეცდომაში არ ყოფილიყვნენ შეყვანილნი, უკეთესი იქნებოდა.
პირველ ბრიფინგზე, რაც მთავარმა პროკურორმა განაცხადა, ვხედავთ, რომ ბევრ ტერმინთან და არგუმენტთან დაკავშირებით, მათი პოზიციებიც იცვლება. რაც დრო გავა, ყინული უფრო მეტად დაიძრება, მარტივი მიზეზის გამო, რომ ის არგუმენტები, რაც გაჟღერდა, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ეს თანდათან იკვეთება კიდეც”, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები