პარიზში პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა (ვიდეო)

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში პოლიციამ მომიტინგეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. გამოცემა “Le Figaro”-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს აპროტესტებენ. კერძოდ, საფრანგეთის 22 წლის შავკანიანი მოქალაქე აცხადებს, რომ პოლიციელებმა ის ხელკეტით გააუპატიურეს.
შეტაკებების დროს ორი სპეცრაზმელი დაიჭრა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ბოთლები და ჩირაღდნები დაუშინეს, ასევე, დაწვეს ნაგვის ბუნკერები. ამაზე სამართლდამცველებმა მათ ცრემლმდენი გაზით უპასუხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები