რუსეთი პენტაგონის პოზიციის განმარტებას ელოდება

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამერიკელ კოლეგას, ჯეიმს მეტისს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოსკოვს ძალის პოზიციიდან უნდა ესაუბროს.
„ჩვენ პენტაგონთან ურთიერთობების აღდგენა გვსურს, მაგრამ მოსკოვთან ძალის პოზიციიდან ურთიერთობების აღდგენის ყველა მცდელობა უპერსპექტივოა“, – განაცხადა შოიგუმ.
მისივე თქმით, 16 თებერვალს ბაქოში რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის და მისი ამერიკელი კოლეგის, ჯოზეფ დენფორდის შეხვედრა გაიმართება. რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ამ შეხვედრაზე რუსული მხარე პენტაგონის პოზიციის განმარტებას ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები