წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე – მაკა ლდოკონენი წაიკითხავს ნაწყვეტს საკუთარი რომანიდან
16 თებერვალს, 16:00 საათზე, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, მაკა ლდოკონენი წაიკითხავს ნაწყვეტს ახალი მცირე რომანიდან „ოციდან ოცდაათამდე ცხენკუდა“. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მწერლის მასპინძელი წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ იქნება.
საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე უკვე მეორედ ტარდება, ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.